აწარმოე საქართველოში http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
„აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ფინანსებზე წვდომის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს დაფინანსების პროგრამებს სტარტაპებისთვის, როგორც კომერციალიზაციის, ასევე კვლევა-განვითარების ეტაპზე.
პროგრამა „სტარტაპ საქართველო”
პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
პროგრამა შედგება ორი კომპონენტისგან: ინოვაციური კომპონენტის და მაღალტექნოლოგიური კომპონენტისგან.
5 000 ₾ გრანტები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების პროგრამა არის თემატური დაფინანსების მექანიზმი, რომლის მიზანია სტარტაპების შექმნის და განვითარების ხელშეწყობა. ღია კონკურსის გზით და დადგენილი კრიტერიუმებით შერჩეული აპლიკანტები დაფინანსდებიან 3 მიმართულებით:
პროტოტიპის გრანტი გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა.
ღონისძიების გრანტი გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის, ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით;
სამგზავრო გრანტი გაიცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://gita.gov.ge/geo/static/127
InvestMe არის სახალხო დაფინანსების პლათფორმა, რომელიც აკავშირებს ამბიციურ, ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებს საზოგადოებასთან, დაფინანსების მოპოვების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ Invest Me-ზე განთავსებულ ყოველ პროექტს უნდა ერთოდეს:
საკუთარი ვიდეო რგოლი და პროექტის აღწერა, რომელიც კარგად ასახავს პროექტის მიზნებს და ამოცანებს.
ინფორმაცია იმ ჯილდოს შესახებ, რომელსაც პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს პროექტის მხარდამჭერი.
კამპანიის წარმოების და პროექტის განხორციელების ვადები, რომლებსაც შემდგომში გამოიყენებთ დონორებთან კომუნიკაციისთვის.
პროექტი მხარდაჭერილია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://investme.ge/ka
გრანტების სახელმწიფო პლატფორმა: https://grants.gov.ge
არასამთავრობო და კერძოს სექტორის რესურსები
აგრო კავკასია: რესურსები ფერმერული მეურნეობით დაინტერესებულ პირთათვის: https://agrokavkaz.ge
სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა: http://segeorgia.org/
ფერმერთა ასოციაცია : https://gfa.org.ge/
აგრონავტი – მობილური აპლიკაცია მობილური აპლიკაცია 2017 წელს ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რაც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს. https://gfa.org.ge/
სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო http://segeorgia.org/FILES/doc/447_Manual%202018%20for%20WEB.pdf
სახელმძღვანელო მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის სახელმძღვანელო სამუშაო ადგილებზე მენტორობის პროგრამებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია https://www2.unwomen.org/-/media/field%20office%20georgia/attachments/publications/2020/mentoring%20%20guide%20%20geo.pdf?la=ka&vs=3301
მიკრო- და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება https://www.nbg.gov.ge/uploads/fin_ganatl_mewarm/mikroda_mcire.pdf
შემოქმედებითი მეწარმეობის გზამკვლევი. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://creativeconomy.britishcouncil.org/media/uploads/files/Creative_Enterprise_Toolkit_2016_Books_1-4.pdf
სახელმძღვანელო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2020 https://eprc.ge/uploads/Book-Design-WEB.pdf